“Amnesty International”-ის ინფორმაციით, უზბეკეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს უთვალთვალებს

​უზბეკეთის სპეცსამსახურები, მთავრობის დავალებით, საკუთარ მოქალაქეებს უთვალთვალებენ. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “Amnesty International”-ი იუწყება. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამის გამო მოსახლეობა შიშის ქვეშ იმყოფება. დასკვნის მიხედვით, თვალთვალი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ხორციელდება. მოხსენების სათაურია „ჩვენ ყველაგან გიპოვით”.
“Amnesty International”-ი წერს, რომ “უზბეკეთის სპეცსამსახურები ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუდმივად მცხოვრებ, უზბეკეთის ყოფილ მოქალაქეებსაც უთვალთვალებენ. მაგალითად, თვალთვალი შვედეთში მცხოვრებ ერთ-ერთ უზბეკ მიგრანტზე და მის ოჯახზე ხორციელდება, რომელიც უზბეკეთშია დარჩენილი. მკაცრად კონტროლდება ამ პირსა და მის ოჯახს შორის არსებული მიმოწერა“, – წერია დასკვნაში.
Freedom House-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში „მსოფლიოს ქვეყნების თავისუფლების“ რეიტინგში უზბეკეთმა 100-დან 3 ქულა მიიღო. ის 12 ყველაზე არათავისუფალ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, თურქმენეთთან, სირიასთან, სომალისთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ერითრეასთან, სუდანთან და საუდის არაბეთთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები