პაკისტანში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პერეჩინარში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება. ტერაქტი მეჩეთში მოხდა.
აფეთქება შიიტური მეჩეთის შესასვლელთან, ქალაქის ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველებმა სროლის ხმაც გაიგეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. პაკისტანში ბოლო თვეებში რამდენიმე სისხლიანი ტერაქტი მოხდა. ამის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ერთი თვით ავღანეთთან საზღვარიც კი დახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები