სომხურ ენაზე ანთოლოგია „ქართული პოეზია“ გამოიცა

სომხურ ენაზე ანთოლოგია „ქართული პოეზია“ გამოიცა. კრებული გამომცემლობა „არმავმა“ დასტამბა პოეტის დაბადების 70 და მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს 34 პოეტის ქართული ლექსების თარგმანების შემაჯამებელი კრებულია, 30 წლის განმავლობაში თარგმნილი ლექსების და, ზოგადად, თანამედროვე პოეზიის  მიმოხილვას წარმოადგენს.
გაგიკ დავთიანი – ცნობილი სომეხი პოეტი, მთარგმნელი, რედაქტორი. დაიბადა 1947 წელს. სომხეთის მწერალთა კავშირის წევრია 1982 წლიდან. ბულგარეთის დამოუკიდებელ მწერალთა კავშირის საპატიო წევრია  2016 წლიდან. საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრია 2016 წლიდან.
გამოაქვეყნა პოეტური კრებულები: „მონოლოგი” (1980, ერევანი); „ოცნებების ქვეყანა“ (1983, ერევანი); “დაბრუნება” (1987, ერევანი); “მზე და ჩვენ” (ქართულ ენაზე, 1988, თბილისი); „დროთა პაემანი” (რუსულ ენაზე, 1989, მოსკოვი); „დაუსრულებელი დასაწყისი” (2007, ერევანი); „ღია წერილი” (ქართულ ენაზე, 2013, თბილისი); „ბაბიკის ცხოვრება” (2015, ერევანი);  „მომთაბარე გული“ (პოლონურ ენაზე, 2015, ვარშავა); „შეუძლებელი საუბარი“ (ფრანგულ ენაზე, 2015, პარიზი).
მისი ლექსები თარგმნილია: ინგლისურ, გერმანულ, სლოვაკურ, სერბულ, ბულგარულ, სპარსულ, უკრაინულ, ყაზახურ ენებზე.
თარგმნილი და გამოცემულია ბერძნული, ქართული, პოლონური, სერბული, ბულგარული პოეზიის 20-ზე მეტი წიგნი, მათ შორისა 34 ქართველი პოეტის შემოქმედების ნიმუშები.
ჯილდოები: ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის საერთაშორისო პრემია (1985); საქართველოს მწერალთა კავშირის ივანე მაჩაბელის სახელობის საერთაშორისო პრემია (2007); წმინდა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის და სომხეთის მწერალთა კავშირის პრემია „კანთეღ“ (2012); პოლონეთის მწერალთა კავშირის კლემენს იანიცკოს სახელობის საერთაშორისო პრემია (2015).
სომხეთის მწერალთა კავშირის მედალი „ლიტერატურული დამსახურებისათვის” (2007); სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს  „ოქროს მედალი“ (2014); რუსეთის მწერალთა კავშირის მედალი “მიხეილ ლერმონტოვი” (2014); პოეზიისა და ხელოვნების  ევროპული მედალი „ჰომეროსი“ (2016).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები