რომის პაპმა ერაყისთვის ილოცა

რომის პაპმა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ერაყისთვის ილოცა და ლოცვისკენ თავის მრევლსაც მოუწოდა. „რადიო ვატიკანის“ ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა, რომ ერაყის მშვიდობიან მოსახლეობას დაცვა სჭირდება.
„მე მოგიწოდებთ, რომ ილოცოთ ერაყისთვის, რათა სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ დაჯგუფებებს შორის შეთანხმება მოხდეს, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. მე ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც მოსულის დასავლეთ ნაწილში ხაფანგში აღმოჩნდნენ. მოგიწოდებთ ყველას, რომ ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვათ“, – განაცხადა ფრანცისკემ.
ფრანცისკეს მოწოდება მას და დიალოგის მუდმივი კომიტეტის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაისმა. კომიტეტში სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები შედიან. რომის პაპმა „დედამიწის საერთო მამის, აბრაამის შვილებს შორის თანასწორობაზე“ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები