ჩეჩნეთის პარლამენტმა გოგონებს სკოლებში თავსაბურავების ტარების უფლება მისცა

ჩეჩნეთის პარლამენტმა ბოლო, მესამე მოსმენით განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა და მათ რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით ტანსაცმლის ტარების უფლება მისცა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
რუსეთის განათლების სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან ის რუსეთის ფედერაციის კანონებს ეწინააღმდეგება.
თუმცა ჩეჩნეთის პარლამენტი და რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებენ, რომ რელიგიური აღმსარებლობის შესაბამისი ტანისამოსის ტარების უფლებას რუსეთის და ჩეჩნეთის კონსტიტუციები განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები