სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პაკ კინ ხეს დაკავების ორდერი გასცა. კანონის მიხედვით, დაკავების შემდეგ, ის პატიმრობაში 20 დღის განმავლობაში დარჩება. ექსპრეზიდენტს ქრთამის აღება და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ექსპრეზიდენტის დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს სამხრეთ კორეის პროკურატურამ მიმართა. ამ უწყების ინფორმაციით, მან ექსპრეზიდენტის დასაკავებლად, საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვა.
სამხრეთ კორეაში პოლიტიკური სკანდალი 2016 წლის ოქტომბერში გამწვავდა. მაშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო საქმეებში პაკ კინ ხეს ახლო მეგობარი – ჩხვე სუნ სილი მონაწილეობდა, რომელსაც სხვა საკითხებთან ერთად, საიდუმლო ინფორმაციასთან ჰქონდა წვდომა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები