კადიროვი „როსნეფტს“ უპირისპირდება

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი კომპანია „როსნეფტს“ უპირისპირდება. კადიროვი აცხადებს, რომ კომპანიის აქტივების ფასი, რომლის მიყიდვა რეგიონისთვის იგეგმება, ხელოვნურად არის გაზრდილი, ვინაიდან „ჩეჩნეთს ექცევიან, როგორც ომის შემდგომ რეგიონს“.  ამის შესახებ “ბი ბი სი” იუწყება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „როსნეფტი”12,5 მილიარდ რუბლად (222 მილიონ აშშ დოლარად)  ჩეჩნეთისთვის „გროზნეფტეგაზის” ქონების მიყიდვას აპირებს.
„12,5 მილიარდი დოლარი არის ხელოვნურად გაზრდილი ფასი. არ ვიცი, როგორ ითვლის მათი მენეჯმენტი, მაგრამ მე რეგიონის ინტერესებს ვიცავ,“ – განაცხადა კადიროვმა.
კადიროვი ‘“როსნეფტის“ ხელმძღვანელს იგორ სეჩინს რეგიონის მიმართ უსამართლო მოპყრობაში ადანაშაულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები