სააკაშვილი კვლავ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მალტაში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მან დარბაზში სხვისი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ გამოცემა „ობოზრევატელი” იუწყება.
გამოცემა წერს, რომ პოლიტიკოსი სხვის ადგილზე დაჯდა, კონგრესზე გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ ადგილზე, სადაც სააკაშვილი ზის, ჰოლანდიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, სიბრანდა ვან ჰაერსმ ბუმა უნდა მჯდარიყო. როგორც “ობოზრევატელი“ წერს, სააკაშვილმა ვერც კი გაიგო, რომ არასწორ ადგილას დაჯდა და კონგრესის ორგანიზატორებს საბოლოოდ წარწერის გამოცვლამ მოუწიათ.
გამოცემის ცნობით, სააკაშვილს, სავარაუდოდ, პეტრო პოროშენკოს სიახლოვეს ყოფნა სურდა.
ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი მალტაში 29 მარტს გაიხსნა. ამ პარტიაში ევროპის 39 ქვეყნის წარმომადგენელი შედის და ის კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გაერთიანებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები