ბალაკლეის საბრძოლო მასალების საწყობში ჭურვების მხოლოდ 30% დარჩა 

×àñòü ðàêåòû íà àâòîçàïðàâêå â Áàëàêëåå (Õàðüêîâñêàÿ îáë. ), 23 ìàðòà 2017 ã. Ôîòî Ìàðèåíêî Àíäðåé / ÓÍÈÀÍ

უკრაინის ქალაქ ბალაკლეის მახლობლად მდებარე საბრძოლო მასალების ბაზაზე ჭურვების მხოლოდ 30%-ია დარჩენილი. დანარჩენი ხანძრის შედეგად განადგურდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
„ამ ინციდენტს ისეთი ზარალი არ გამოუწვევია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე აისახებოდა, თუმცა ზარალი საკმაოდ მნშვნელოვანია. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ჩვენი ძალები ტექნიკით, შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით სრულად არიან უზრუნველყოფილნი“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, სტეპან პოლტორაკმა.
მან ასევ განაცხადა, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, დივერსიული ქმედების შედეგია. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა ბაზა აფეთქებული უპილოტო თვითმფრინავის ან დისტანციური მართვის ბომბის მეშვეობით.
ცნობისთვის, აფეთქება და ხანძარი ბალაკლეის საბრძოლო მასალების საწყობში 23 მარტს დაიწყო. აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები