ვენეციაში პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფებაში წევრობისთვის ოთხი პირი დააკავა

იტალიის პოლიციამ ქალაქ ვენეციაში ექსტრემისტულ ისლამისტურ დაჯგუფებაში წევრობისთვის ოთხი პირი დააკავა. დაკავებულთა შორის ერთი ახალგაზრდა გოგონაა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ოთხივე დაკავებულს იტალიაში ცხოვრების ნებართვა ჰქონდა. სამის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ვენეციის პოლიციამ 10 მისამართზე სპეცოპერაციები ჩაატარა. პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ექსტრემისტები ქალაქში ტერორისტულ შეტევას გეგმავენ ლონდონის ტერაქტის სცენარით.
ცნობისთვის, 22 მარტს ლონდონის ცენტრში მამაკაცმა ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დააჯახა. ტერაქტი შედეგად ხუთი პირი, მათ შორის ტერორისტი დაიღუპა, რომელიც პოლიციამ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები