ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ „ჯანდაცვის მინისტრი“ გაანადგურეს

ერაყელმა პოლიციელებმა ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს“ „ჯანდაცვის მინისტრი“ საად აბუ შუები მოკლეს. მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე პირი დაიღუპა. შეიარაღებული დაპირისპირება მოსულს ისტორიულ ნაწილში მოხდა.
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსულში “ისლამური სახელმწიფოს” დანაღმვის საკითხებში მთავარი ექსპერტი აბუ ჰამზა ატ-ტუნისი დაიღუპა, რომელიც ორსართულიან სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების დროს აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები