სასამართლომ ნავალნი პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ნავალნი მოსკოვის ცენტრში 26 მარტს მოწყობილი საპროტესტო აქციის შემდეგ დააკავეს.
27 მარტს სასამართლომ ნავალნის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, 15-დღიანი პატიმრობა და 20 ათასი რუბლის ჯარიმა მიუსაჯა.
ადვოკატებმა ეს გადაწვეტილება ნავალნის დაკავების დროს დაშვებული დარღვევების გამო გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ ის უცვლელი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები