საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტს ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, ივნისის პლენარულ სესიაზე განიხილავს

“საკონსტიტუციო კომისია აპრილში დაასრულებს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე და დოკუმენტი ვენეციის კომისიას დაუყოვნებლივ გაეგზავნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტს ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისის პლენარულ სესიაზე განიხილავს.
“ვენეციის კომისიის სხდომები ივნისში გაიმართება და ივნისისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე მიწოდებული ვარიანტი, რომ მათ თავიანთ სესიაზე განიხილონ ეს ვერსია. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მოსაზრებით, აპრილის ბოლოს იქნება უკვე პირვანდელი ვარიანტი კონსტიტუციის ახალი რედაქციისა, რომელსაც ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, გადავაგზავნით ვენეციის კომისიაში და საერთო-სახალხო განხილვასაც დავიწყებთ”,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები