მოსკოვში აფხაზი ოლიგარქი დააკავეს

მოსკოვში აფხაზი ოლიგარქი ლევან ტუჟბა დააკავეს. ის რამდენიმე წლის წინ, ღვინის იმპორტის კომპანია „მისტრალ ალკოს“ მფლობელი იყო. ამის შესახებ რუსული გამოცემა “ეკონომიკა სეგოდნია“ იუწყება.
რუსეთის პოლიციამ მამაკაცი აზერბაიჯანის შსს-ს მოთხოვნით დააკავა.  ტუჟბა ასეულობით მილიონი აშშ დოლარის მითვისებაშია ბრალდებული, რომელიც მას აზერბაიჯანის „მეჟკომბანკმა“ გამოუყო. ტუჟბაზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
ლევან ტუჟბა მოსკოვში აფხაზური დიასპორის ერთ-ერთი ლიდერია. მან ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში დიდი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა – ხის გადამუშავებით დაწყებული და ხილის მოყვანით დამთავრებული.
გამოცემა “haqqin.az”-ის ინფორმაციით, „მეჟკომბანკმა“ ლევან ტუჟბას 2000-იან წლებში 226 მილიონია აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც მას ბანკისთვის არ დაუბრუნებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები