აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩაფრინდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩაფრინდა.  ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ტილერსონი თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა. 40 -წუთიან მოლაპარაკებაზე ერაყსა და სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხი განიხილებოდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა თურქეთში აშშ-დან ოპოზიციონერის და ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირების შესაძლებლობა, რომელსაც ანკარა 2016 წელის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა. ასევე, ტილერსონის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები