დომოდედოვოს აეროპორტთან სახანძრო მანქანამ ხალხს გადაუარა – ერთი ადამიანი დაიღუპა

მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტთან სახანძრო მანქანა ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ხალხს დაეჯახა. ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ოთხი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
მიმდინარეობს გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით არსებობს ორი ვერსია – სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესის დარღვევა ან  მძღოლის ჯანმრთელობის პრობლემები.
სახანძრო მანქანა დომოდედოვოს აეროპორტს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები