ტუსკი დაკითხვაზე დაიბარეს

Donald Tusk at the podium

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ვარშავის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ტელეკომპანია “TVN 24” იუწყება.
ტუსკი პროკურატურაში 19 აპრილს უნდა გამოცხადდეს. პოლონური მედიის ცნობით, ეს თარიღი მასთან შეთანხმებული იყო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის და რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის საქმეზე დაკითხავენ. ტუსკი პროკურატურაში მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები