თურქეთმა სირიაში ოპერაცია „ევფრატის ფარი“ დაასრულა

თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიაში 7-თვიანი სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარი“ დაასრულა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ამასთანავე, პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ თურქეთის შეირაღებული ძალების სირიის ტერიტორიას დატოვებს.
თურქეთმა ოპერაცია „ევფრატის ფარი“ 2016 წლის 24 აგვისტოს დაიწყო. მისი მიზანი იყო ისლამისტების მიერ ჩრდილოეთ სირიაში დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება, საიდანაც ისინი თურქეთის ტერიტორიას ბომბავდნენ.
თურქი სამხედროები აცხადებენ, რომ ოპოზიციური ნაწილები, რომლებსაც ისინი მხარს უჭერდნენ, ჩრდილოეთ სირიაში რამდენიმე ქალაქი დაიკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები