აშშ-ში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად,  12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
ავარია ტეხასის შტატში მოხდა. ადგილობრივი ეკლესიის მიკროავტობუსი პიკაპს შეეჯახა.
ავტობუსში ბაპტისტური ეკლესიის მრევლი იმყოფებოდა.  პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები