ლიბიაში ავიაკატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ ავიაკატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
კატასტროფა ქალაქ ტობრუკთან მოხდა. თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. დაღუპულთა შორის ლიბიის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალიც იყო.
ლიბიაში მსგავსი ინციდენტი ამ თვეში უკვე მეორედ ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები