„თალიბანზე“ შეტევის დროს 47 „ბოევიკი“ მოკლეს

ავღანეთის რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებზე“ თავდასხმის დროს 47 “ბოევიკი“ მოკლეს. სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, შეტევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში განხორციელდა.
„ფარაჰის პროვინციაში განხორციელებული დარტყმის შედეგად 47 თალიბი მოკლულია და 51 დაიჭრა“ – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა რაზ მუჰამედ ორიაჰილმა.
ცნობისთვის, ამჟამად სამთავრობო ძალები ავღანეთის ტერიტორიის 60%-ს აკონტროლებენ. „თალიბანი” კი ავღანეთის 10%-ს აკონტროლებს. დანარჩენი ტერიტორიებისთვის მუდმივად ბრძოლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები