დონალდ ტუსკი: ჩვენ დიდი ბრიტანეთი უკვე გვენატრება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპელებს დიდი ბრიტანეთი უკვე ენატრებათ. ტუსკმა დღეს ოფიციალური შეტყობინება მიიღო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან, ტერეზა მეისგან, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლის დაწყების შესახებ აცნობა.
„არ არსებობს იმის მიზეზი, რომ თავი მოვიტყუოთ და განვაცხადოთ, რომ ეს ბედნიერი დღეა. თუმცა, „ბრექსითსაც“ აქვს პოზიტიური მომენტები. ევროკავშირში დარჩენილი 27 წევრი ქვეყანა უფრო მტკიცედ და ერთიანად ვართ განწყობილები, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ დღეს ხელი მოწერა წერილს, რომლითაც ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცედურა ოფიციალურად ამოქმედდება.
წერილი, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ იუწყება, მეიმ ევროპული საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები