საფრანგეთის პრეზიდენტი პირველად 30 წლის განმავლობაში ინდონეზიაში ჩადის

ინდონეზიაში პირველად 30 წლის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტი ჩადის. ფრანსუა ოლანდი ინდონეზიელ კოლეგას ჯოკო ვიდოდოს შეხვდება. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტი ინდონეზიაში 1986 წელს იმყოფებოდა. მაშინ იქ ოფიციალური ვიზიტით ფრანსუა მიტერანი ჩავიდა.
ოლანდი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში. ოლანდი, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილება მაისში ეწურება, იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები