აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრებაზე უარის თქმას ურჩევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ტერორისტული საფრთხის გამო თურქეთში გამგზავრებაზე უარის თქმას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.
კერძოდ, საგარეო პოლიტიკური უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ადანის პროვინციაში ჩასვლისგან, სადაც ტერაქტების განსაკუთრებით მაღალი საფრთხე არსებობს.
Hürriyet Daily News-ის ინფორმაციით, საინტერესოა, რომ ეს გაფრთხილება ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ოფიციალური ვიზიტის წინ გავრცელდა.
ტილერსონის ვიზიტის დროს „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქ რაქის გათავისუფლების ოპერაციის მიმდინარეობა და ვაშინგტონის მიერ ქურთი მოხალისეების მხარდაჭერის საკითხი იქნება განხილული.
თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულაჰ გიულენის შესაძლო ექსტრადირების საკითხის განხილვასაც აპირებს, რომელსაც ანკარა 2016 წლის ივლისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები