სირიაში მიკროავტობუსის აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა სირიის ქალაქ ჰომსში მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო SANA იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების დროს თვითნაკეთი ბომბი იყო გამოყენებული.
ჰომსს სირიის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ამ ქალაქში ბოლო დღეებში რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები