დონალდ ტრამპმა, ობამას გეგმა, რომელიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ იყო მიმართული, გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააუქმა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის პროგრამის ძირითადი პუნქტები, რომლებიც ბარაკ ობამას დროს იყო შემუშავებული. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ტრამპის ბრძანებულება ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესახებ, აუქმებს ელექტროსადგურებზე სათბურის გაზების ემისიაზე ადრე დაწესებულ შეზღუდვებს.
ასევე, გადაიხედება გაზის, ნავთობის და ნახშირის სფეროზე დაწესებული შეზღუდვები.
ტრამპის განცხადებით, “ნახშირთან ბრძოლის” დასასრული მილიონობით სამუშაო ადგილს შექმნის და ეკონომიკის სტიმულირებას უზრუნველყოფს. მომპოვებელი კომპანიების წარმომადგენლები ტრამპის ბრძანებულებას მისალმებიან.
გარემოს დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას აშშ-ისთვის და მთელი მსოფლიოსთვის სერიოზული შედეგი ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები