რაიმონდს ვეიონისი: ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან ოკუპაციას, ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს მთლიანობას

“ეს მავთულხლართები ასევე, ჰყოფს ოჯახებსა და საცხოვრებელ ეზოებს და რა თქმა უნდა, ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან ასეთ ქმედებებს და ოკუპაციას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთში ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა განუცხადა.
”ეს მავთულხლართები ასევე, ჰყოფს ოჯახებსა და საცხოვრებელ ეზოებს და რა თქმა უნდა, ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან ასეთ ქმედებებს და ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენულობა და დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიმუშავებთ ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. იმედი მაქვს, რომ ერთად მივაგნებთ ხერხს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად”, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები