უკრაინის ქალაქ ლუცკში პოლონეთის საკონსულოს ყუმბარმტყორცნი ესროლეს

უკრაინის ქალაქ ლუცკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს შენობას ყუმბარმტყორცნი ესროლეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შენობის დაცვის ინფორმაციით, მათ აფეთქების ხმა გაიგეს. ჭურვი შენობის სახურავს მოხვდა და იქ 2-3 მეტრის დიამეტრის ნახვრეტი გაჩნდა.
პოლონეთის საკონსულოს ინფორმაციით, აფეთქების დროს შენობაში ადამიანები იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან, ვინაიდან ჭურვი ფანჯარას რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა.
უკრაინელი ექსპერტები მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ და აქციის მიზნად უკრაინა-პოლონეთის უეთიერთობების გაუარესებას ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები