ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოში წინა მთავრობის სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოში ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს. ამის შესახებ ლუცენკომ ფეისბუქში დაწერა.
“უკრაინაში ამჟამად იგორ კირიუშინის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს,. ის „უკრნაფტას“ და „უკრგაზდობიჩას“ 2 მილიარდი გრივნის ოდენობის ქონების უკანონო დაუფლებაშია ეჭვმიტანილი“, – წერს ლუცენკო.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს სასამართლომ 90 დღით კირიუშინის დაკავების და უკრაინაში მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები