აშშ-ის სენატმა ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა ალიანსის გაფართოებას და ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებას. ამ საკითხს 97-მა სენატორმა მხარი დაუჭირა, ხოლო ორი – წინააღმდეგი იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა სთხოვა სენატორებს, რომ ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებას რაც შეიძლება მალე დაუჭირონ მხარი, ანუ ბრიუსელის ნატოს სამიტამდე, რომელიც მაისში გაიმართება.
ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც დაუჭირა მხარი, რომელმაც ახლა ამ გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს.
ალიანსში გაწევრიანების საკითხზე მონტენეგროს და ნატოს შორის მოლაპარაკება 2015 წელს დაიწყო. ეს ქვეყანა ნატოს 29-ე წევრი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები