დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ.
მისი განმარტებით, არსებობს როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს. მისივე თქმით, ასევე, არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები.
დაცვის მხარე ბრალდებულის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები