ავსტრია ლტოლვილების გადანაწილების ევროკავშირის პროგრამიდან გადის

ავსტრიის კანცლერი კრისტიან კერნი ევროკომისიაში მიმართვის გაგზავნას გეგმავს, რომელშიც უნდა ახსნას, თუ რატომ არ სურს მის ქვეყანას ლტოლვილების განაწილების ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობა. ამის შესახებ გამოცემა “APA”  იუწყება.
მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, კანცლერმა განაცხადა, რომ ავსტრიამ იტალიიდან და საბერძნეთიდან ორი ათასი ლტოლვილის მიღების ვალდებულება აიღო, მაგრამ არალეგალური მიგრანტების  ნაკადის გამო, ავსტრიამ ეს ვალდებულება უკვე შეასრულა.
მანამდე, ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლტოლვილების გადანაწილების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2015 წელს სოლიდარობის და თანაბარი კვოტების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე  მიიღო, მაგრამ ამ პრინციპს ბევრი ქვეყანა არ იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები