აზერბაიჯანში ოპოზიციური საიტები ბლოკირებულია

აზერბაიჯანში რამდენიმე ოპოზიციური ინტერნეტგამოცემის საიტია ბლოკირებული. ამის შესახებ გამოცემა “haqqin.az” იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მიუწვდომელია რადიო „აზადლიგის“ ამავე სახელწოდების გაზეთის და გამოცემა „მეიდანის“ საიტები.
საიტების ბლოკირების მიზეზები უცნობია. ოპოზიციური გამოცემების წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ბლოკირება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქმედებს. სხვა ქვეყნებიდან საიტებზე შესვლა შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები