უკრაინაში აუქციონზე ლენინის ძეგლი გაიყიდა

უკრაინის ქალაქ ჩოპში აუქციონზე ბოლშევიკების ბელადის, ვლადიმერ ლენინის ძეგლი გაიყიდა. ლენინის ძეგლი 254 ათას გრივნად (9 ათას დოლარად) გაიყიდა.
უკრაინაში მსგავსი აუქციონი პირველად გაიმართა. მასში მხოლოდ ერთი ადამიანი მონაწილეობდა, რომელმაც ის საწყის ფასად შეიძინა.
მონუმენტი ადრე ქალაქის ცენტრში იდგა, შემდეგ კი ის ვეტერანების სახლში გადაიტანეს. რამდენიმე წლის წინ კი დეკომუნიზაციის კანონის მიხედვით, ლენინის ძეგლი ვეტერანების სახლიდანაც მოხსნეს.
მონუმენტის წონა 3,7 ტონას შეადგენს, ხოლო მისი სიმაღლე 4,2 მეტრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები