პუტინი ირანს საიმედო პარტნიორს უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანს საიმედო პარტნიორი უწოდა. ამის შესახებ პუტინმა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ჰასან რუჰანისთან მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებაზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები უკვე რამდენიმე საუკუნეა რაც გრძელდება და ის ძალზე ეფექტურია.
„ირანი ჩვენი საიმედო პარტნიორია. ბოლო წლებში, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. ეს საერთაშორისო პრობლემებს, ეკონომიკურ ურთიერთობებს და სხვა სფეროებს ეხება“, – განაცხადა პუტინმა.
რუჰანიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები