ინდოეთის ქაშმირის შტატში უსაფრთხოების ძალებმა 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ინდოეთის ქაშმირის შტატში უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უშიშროების ძალებს ქვები დაუშინეს.
ინდოეთის უშიშროების ძალები იუწყებიან, რომ ამჟამად რეგიონში მათ და „ბოევიკებს“ შორის შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს.
ქაშმირი შტატია, რომელიც ინდოეთის და პაკისტანის საზღვართან მდებარეობს. აქ  შეტაკებები პოლიციასა და შეიარაღებულ პირებს შორის ხშირია. ინდოეთი პაკისტანს ქაშმირში „ბოევიკების“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები