ბელორუსიის პარლამენტმა „უსაქმურის დღის“ შემოღებაზე უარი განაცხადა

ბელორუსიის პარლამენტის სახელმწიფო მშენებლობის კომისიამ „უსაქმურის დღის“ დაწესებაზე უარი განაცხადა. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს და ბელორუსიის პრეზიდენტს  მოქალაქეთა ჯგუფმა მიმართა.
„პროფესიული დღესასწაულების დაწესება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების დამსახურებისთვის ხდება. შესაბამისად, კომისიის წევრი დეპუტატები მოქალაქეთა განცხადებაში აღნიშნული დღესასწაულის დაწესების აუცილებლობას ვერ ხედავენ“, – აცხადებენ ბელორუსიის პარლამენტის წევრები.
ცნობისთვის, ბელორუსიაში რამდენიმე დღის წინ, „უსაქმურობის გადასახადის“ დაწესების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ეს გადასახადი ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს, ვინც 6 თვის განმავლობაში არ მუშაობდა და გადასახადებს არ იხდიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები