პარიზში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა (ვიდეო)

 საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 50 წლის მამაკაცის, ლი შაიოს მკვლელობის შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ამის შესახებ გამოცემა “Le Parisien”-ი იუწყება.
შეტაკებებში 150-მდე ადამიანი მონაწილეობს. ისინი პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ და იქ აქცია გამართეს. ლი შაიო პოლიციამ 2 დღის წინ მოკლა. ისინი ერთ-ერთ სახლში შევარდნენ, საიდანაც ჩხუბის შესახებ შეტყობინება მიიღეს. ამ დროს ლი შაიო, რომელსაც ხელში მაკრატელი ეჭირა, პოლიციელებს თავს დაესხა.
მან პოლიციელი დაჭრა, რა დროსაც მეორე სამართალდამცველმა ცეხლი გაუხსნა და მამაკაცი მოკლა. საპროტესტო აქციის დროს არეულობის მონაწილეებმა პოლიციის ავტომანქანას მინა ჩაუმსხვრიეს. შეტაკების დროს სამი პოლიციელი დაშავდა. აქციის სამი მონაწილე სამართალდამცველებმა დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები