ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის კომპანიების წინააღმდეგ სანქციები კანონიერად ცნო

ლუქსემბურგის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის ზოგიერთი კომპანიის მიმართ მიღებული სანქციები კანონიერად ცნო. ეს სანქციები ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესდა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
სასამართლომ უარყო რუსული კომპანიის, „როსნეფტის“ სარჩელი, რომლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის შიდა კანონებს ეწინააღმდეგება.
შესაბამისი საჩივარი „როსნეფტმა“ ევროკავშირის სასამართლოში 2014 წლის ოქტომბერში შეიტანა.
„როსნეფტის“ გარდა, ე.წ. სექტორული სანქციები „გაზპრომნეფტის“, “ტრანსნეფტის” და კიდევ ხუთი რუსული კომპანიის წინააღმდეგ დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები