ავღანეთში თალიბები ყანდაარის სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ

ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში რადიკალი თალიბების თავს დაესხნენ სამხედრო ბაზას. თავდასხმის დროს ოთხი ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ხუთი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
განადგურებულია რამდენიმე „ბოევიკიც“, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ყანდაარის პროვინციაში  ბოლო დროს ვითარება გამწვავდა. „თალიბანმა“ დასახლებულ პუნქტებზე და სამთავრობო ძალების პოზიციებზე შეტევები განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები