დონალდ ტრამპი რუსეთთან ჰილარი კლინტონის კავშირის გამოძიებას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების კონგრესის სპეციალურმა კომიტეტმა პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის და რუსეთის კავშირები უნდა გამოიძიოს. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერში დაწერა.
„რატომ არ იძიებს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი ბილ და ჰილარი კლინტონის გარიგებას, რომლის დახმარებითაც  Uraniumი რუსეთში გადავიდა, ასევე კლინტონის „გადატვირთვის“ პოლიტიკას და მის  განცხადებებს რუსეთთან დაკავშირებით“, – წერს ტრამპი.
ტრამპმა ასევე დაწერა, რომ მისი და რუსეთის კავშირებზე ისტორია „სრული სიცრუეა“.
საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა ჰილარი კლინტონი რამდენჯერმე დაადანაშაულა იმაში, რომ 2009-2013 წლებში მან რუსეთს ამერიკული ურანის 20% გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები