რიკარდ იოზვიაკი: ამ დღეს დიდი ხანია ველოდი

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ტვიტერში რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ეხმაურება. იოზვიაკი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს აქტიურად აშუქებდა.
„მე ამ დღეს დიდი ხანია ველოდი და დღეს ტვიტერის მეშვეობით შემიძლია ყველას ვამცნო: საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში უვიზოდ გადაადგილება შეუძლია“, – წერს იოზვიაკი.
ცნობისთვის, უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას  ევროკავშირის 22 წევრი ქვეყნის, ევროკავშირის 4 არაწევრი ქვეყნის და შენგენის ზონის  4 კანდიდატი ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები