ლონდონის პოლიციამ ვერ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ჰალიდ მასუდი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული  

ლონდონის პოლიციამ ვერ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ჰალიდ მასუდი, რომელმაც 22 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში  ტერაქტი მოაწყო, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ან „ალ ქაიდასთან“ არის დაკავშირებული. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ჰალიდ მასუდი ჯიჰადის საკითხებით დაინტერესებული იყო, მაგრამ არ არსებობს იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ ის თავდასხმის დეტალებს ვინმესთან განიხილავდა.
ცნობისთვის, 22 მარტს ლონდონის ცენტრში ტერორისტული აქტის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ტერორისტი დაიღუპა. 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 13 ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება.
ასევე, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასუდის ავტომობილი 122 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდებოდა და თავდასხმა 82 წამს გრძელდებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები