ავსტრალიას თავს დაატყდა უძლიერესი ციკლონი (ფოტოკოლაჟი)

ავსტრალიის კვინსლენდის შტატს ტროპიკული ციკლონი „დები“  დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 263 კილომეტრს შეადგენს.
ქალაქ ბოუენის მოსახლეობა იუწყება, რომ ჰაერში ნამსხვრევები დაფრინავს, ქალაქს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ევაკუირებულია. ავსტრალიის მეტეოროლოგიურმა ბიურომ შტორმს მეოთხე კატეგორია მიანიჭა.
ციკლონი „დები“  უიტსანდის კუნძულებსაც დაატყდა თავს. ამის გამო იქ 23 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები