ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თურქეთი, იორდანია და სინაის ნახევარკუნძული დატოვონ

ისრაელი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ მათ ტერაქტების საფრთხის გამო, თურქეთი, იორდანია და ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძული დატოვონ ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
შესაბამისი მიმართვით ქვეყნის მოქალაქეებს ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა მიმართა. შტაბის ინფორმაციით, იორდანიაში, თურქეთსა და ეგვიპტეში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები გააქტიურდნენ.
ასევე, ისრაელი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთის ფედერაციასა და ინდოეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები