ანგელა მერკელმა ივანკა ტრამპი „ქალების ოცეულზე“ მიიწვია

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი „ქალთა ოცეულის“ შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც ბერლინში აპრილში გაიმართება. ამ შეხვედრაზე განხილული იქნება „დიდი ოცეულის“ წვერი ქვეყნების ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების და ბავშვების მონაწილეობის საკითხი.
აშშ-ში ანგელა მერკელის ვიზიტის დროს, მედიაში და სოციალურ ქსელებში ოფიციალურ შეხვედრებზე ივანკა ტრამპის მონაწილეობა აქტიურად განიხილებოდა. ბევრმა ადამიანმა ეს ფაქტი მიუღებლად ჩათვალა.
ივანკა ტრამპი ძალზე გავლენიანი პირია ტრამპების ოჯახში. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას თეთრ სახლში საკუთარი კაბინეტიც კი მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები