ბერლინში 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა მოიპარეს

ბერლინის ბოდეს მუზეუმში 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა მოიპარეს, რომლის ფასიც 1 მილიონ ევროს შეადგენს.
ექსპონატი 2007 წელს, დიდი ბრიტანეთის დედოფლის საპატივსაცემოდ იყო ჩამოსხმული და ის კანადიდან გერმანიაში გადმოიტანეს.
ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ქურდებმა მუზეუმში შესასვლელად ღამის საათები შეარჩიეს. მათ ამისთვის კიბე გამოიყენეს. პოლიცია არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ შეძლეს ქურდებმა დაცვის სისტემისთვის გვერდის ავლა.
მოპარული ოქროს მონეტის დიამეტრი 53 სანტიმეტრს, ხოლო სისქე 3 სანტიმეტრს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები