უკრაინის სასკოლო პროგრამიდან ტოლსტოის და დოსტოევსკის ნაწარმოებებს ამოიღებენ

უკრაინის სასკოლო პროგრამიდან რუსი კლასიკოსი მწერლების, ფიოდორ დოსტოევსკის და ლევ ტოლსტოის ნაწარმოებების ამოღება იგეგმება. ამის შესახებ გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა“ იუწყება.
ასე, მაგალითად, „მსოფლიო ლიტერატურის“ პროგრამიდან ტოლსტოის და დოსტოევსკის ნაწარმოებებს შეცვლიან დიანა ჯონსის „ჰოულის მოსიარულე სასახლით“, ჰარპერ ლის „დამცინავის მკვლელობით“, და რეი ბრედბერის „451 გრადუსი ფარენგეიტით“.
ცვლილება მე-5 მე-9 კლასების პროგრამას შეეხება. ამჟამად მისი განხილვა მიმდინარეობს და საბოლოო რედაქცია აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები