მძღოლი, რომელმაც არასრულწლოვნის სიცოცხლე იმსხვერპლა, დანაშაულს ნანობს – ადვოკატის კომენტარი

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და მომხდარს ნანობს. აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლევან კვინიკაძემ განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, თორნიკე ტუღუშის პოზიციაც იყო, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებოდა.

„არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ეს ადამიანი. თორნიკე ნანობს მომხდარს და ურჩევნია, რომ არ იბრძოლოს, თავი არ იმართლოს, შესაბამისად, იყოს პატიმრობაში“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან კვინიკაძემ. აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით, დღეს პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

აღმაშენებლის ხეივანში გასულ კვირას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედაა დაშავებული არასრულწლოვნის დედაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები