მეცნიერებმა სამყაროს ყველაზე ცივი ადგილი შეისწავლეს
მეცნიერებმა სამყაროს ყველაზე ცივი ადგილი, პროტოპლანეტური ბუმერანგის ნისლეული შეისწავლეს. ის დედამიწიდან 5 ათასი სინათლის წელიწადით არის დაშორებული და ტემპერატურა იქ ერთ კელვინს, ანუ ცელსიუსით მინუს 272 გრადუსს შეადგენს. ნისლეულის ცენტრში ე.წ. წითელი გიგანტი მდებარეობს. მისი მასა თავდაპირველად, მზეზე 120-ჯერ მეტი იყო, მაგრამ ის სწრაფად მცირდება. ამის შესახებ გამოცემა “The Astrophysical Journal”-ი იუწყება.
ნისლეულის ცენტრში ტემპერატურა ოდნავ მაღალია, თუმცა ის 20-30 კელვინს მაინც არ აღემატება.